ლევან მაჭავარიანი: ან უნდა შეეგუონ რომ „ქართულ ოცნებას“ რევოლუციით და არჩევნების გზით ვერ გვანაცვლებენ და დასხდნენ ჩვენთან სასაუბროდ, ან უნდა დაველოდოთ, როდის შეიცვლება ევროკავშირის ბიუროკრატია

ბიუროკრატებს სურთ, რომ აქ ჰყავდეთ ვასალი, საქართველოს სახით ჰყავდეთ პროქსი ქვეყანა, ისეთივე როგორც უკრაინაა, გამოიყენონ ნებისმიერ დროს, როდესაც მოუნდებათ, შესაბამისად, ვერ ეგუებიან ეროვნულ ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს მარტივი გზა, ბიუროკრატები ან უნდა დასხდნენ „ქართულ ოცნებასთან“ და დაიწყონ საუბარი, ან უნდა დაველოდოთ, როდის შეიცვლება ევროკავშირის ბიუროკრატია.

„გრძელდება დეზინფორმაცია, ნიაღვარი ტყუილების, მარტივი მიზეზის გამო, რომ ბიუროკრატებს სურთ, რომ აქ ჰყავდეთ ვასალი, საქართველოს სახით ჰყავდეთ პროქსი ქვეყანა, ისეთივე როგორც უკრაინაა, გამოიყენონ ნებისმიერ დროს, როდესაც მოუნდებათ, შესაბამისად, ვერ ეგუებიან ეროვნულ ხელისუფლებას. აქ არის მარტივი გამოსავალი, ან უნდა შეეგუონ რომ „ქართულ ოცნებას“ ვერც რევოლუციით და ვერც არჩევნების გზით ვერ გვანაცვლებენ და დასხდნენ და ჩვენთან დაიწყონ საუბარი და ყველაფერი დავივიწყოთ, ან უნდა დაველოდოთ, როდის შეიცვლება ევროკავშირის ბიუროკრატია და ისეთ ძვრებია ზოგადად ევროპაში და ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა, რომ იქ ფსონი უკვე კეთდება ეროვნულ ხელისუფლებებზე და ეროვნულ ძალებზე“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები