ლევან მახაშვილი: იმედი მაქვს, ბრიუსელშიც გაიაზრებენ, რომ ეს უსამართლო დამოკიდებულება, რაც არის საქართველოს მიმართ, მათ ინტერესებშიც არ არის და ჩვენ შევძლებთ ადრე თუ გვიან ამ ურთიერთობების გადახედვას

იმედი მაქვს, ბრიუსელშიც გაიაზრებენ, რომ ეს უსამართლო დამოკიდებულება თუ ორმაგი სტანდარტი, რაც არის საქართველოს მიმართ, ეს მათ ინტერესებშიც არ არის და ჩვენ შევძლებთ ადრე თუ გვიან ამ ურთიერთობების გადახედვას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს, ახალგაზრდები რომ უკრაინელების მსგავსად, სიცოცხლისთვის არ იბრძვიან, საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა მოსახლეობის მხარდაჭერით.

„დასავლეთში, ზოგიერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა საქართველოს დასჯა იმის გამო, რომ ჩვენ პირველივე დაძახილზე თავქუდმოგლეჯილები არ გადავეშვით ომის ქარცეცხლში. დღეს, ახალგაზრდები რომ უკრაინელების მსგავსად, სანგრებში არ სხედან და საკუთარი სიცოცხლისთვის არ იბრძვიან, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა მოსახლეობის მხარდაჭერით. მე ამას არ დავარქმევდი ფრთხილ პოლიტიკას, ამას ვუწოდებდი მე ჭკვიანურ პოლიტიკას, სადაც სიფრთხილეა საჭირო ფრთხილად ქმედება, სადაც უფრო თამამად არის გადაწყვეტილებები მისაღები, უფრო თამამი გადაწყვეტილებების მიღება, სადაც ხმლის ქნევაა საჭირო, ხმლის ქნევა და სადაც დიპლომატიით შეიძლება ფონს გასვლა, ასე ფონს გასვლა.

საბოლოო ჯამში, მე მაინც მაქვს იმედი, რომ ერთის მხრივ, ბევრი ჯანსაღი პატრიოტული ძალა მოდის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებში და ეს მაძლევს იმის იმედს, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენი ურთიერთობები გადაიტვირთება, მაგრამ ამის მიღმაც, მე იმედი მაქვს, რომ ბრიუსელშიც გაიაზრებენ, რომ ეს უსამართლო დამოკიდებულება თუ ორმაგი სტანდარტი, რაც არის საქართველოს მიმართ, ეს მათ ინტერესებშიც არ არის და ჩვენ შევძლებთ ადრე თუ გვიან ამ ურთიერთობების გადახედვას“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები