ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანიდან რაკეტის გაშვება დააფიქსირეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ მათ ირანიდან რაკეტის გაშვება დააფიქსირეს.
მათივე ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემები მათ შეჩერებას ცდილობენ.
„რამდენიმე ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს. საფრთხის აღმოსაფხვრელად საჰაერო თავდაცვის სისტემები განლაგდა“, – ნათქვამია არმიის Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.