მოსკოვის „სპარტაკი“ ფანების რასისტული საქციელის გამო დაისაჯა

მოსკოვის „სპარტაკი“ ფანების რასისტული საქციელის გამო დაისაჯა, რომელიც „ზენიტის“ ბრაზილიელი ლეგიონერის ჰალკის შეურაცხყოფაში გამოიხატა. ინციდენტი 27 სექტემბერს სანკტ-პეტერბურგში ჩატარებული მატჩისას მოხდა. ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტყვებით, მოსკოველთა გულშემატკივრები მისი მისამართით გამოსცემდნენ მაიმუნის ხმიანობას, რომელსაც თითქოს ჰალკი წარმოადგენდა. რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტის თავჯდომარის არტურ გრიგორიანცის განცხადებით, ამ საქციელის გამო მოსკოვის „სპარტაკი“ 50 ათასი რუბლით დაჯარიმდება. გარდა ამისა, შემდეგ გასვლით მატჩში მოსკოველ ფანებს საკუთარი გუნდის ქომაგობა აეკრძალებათ.
წყარო : bbc.co.uk

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები