1-ელი ოქტომბერი ოთარ ჭილაძის გარდაცვალების დღეა

2009 წლის 1-ელ ოქტომბერს გარდაიცვალა ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი – ოთარ ჭილაძე. დაიბადა 1933 წლის 20 მარტს სიღნაღში.
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით.
გამოცემული აქვს: პოეტური კრებულები – „მატარებლები და მგზავრები“ (1959), „თიხის ფირფიტები“ (1963), „რკინის საწოლი“ (1965), „სინათლის წელიწადი“ (პოემა, 1967), „ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით“ (1968), „ცხრა პოემა“ (1969), „გულის მეორე მხარე“ (1974), „გახსოვდეს სიცოცხლე“ (1984), ლექსები (1987), „მზე დეკემბერში“ (1999), „კიბე“ (2002).
რომანები – „ზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ (1973), „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ (1976), „რკინის თეატრი“ (რომანი, 1981), „მარტის მამალი“ (1987), „აველუმი“ (1995), „გოდორი“ (2003).
წერილების, ესეებისა და ინტერვიუების კრებული – „ბედნიერი ტანჯული“ (2003), პიესების წიგნი – „წათეს წითელი წაღები“ (2007)
მიღებული აქვს სახელმწიფო (1993), ილია ჭავჭავაძის (1997) და შოთა რუსთაველის სახელობის (1983) პრემიები. 2003 წელს მიიღო საბა წლის საუკეთესო რომანისთვის –„გოდორი“.
1998 წელს ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად. ოთარ ჭილაძის რომანები ნათარგმნია ინგლისურად, რუსულად, ესტონურად, სერბულად, ფრანგულად, დანიურად, გერმანულად, ბულგარულად, უნგრულად, ჩეხურად, სლოვაკურად და ესპანურად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები