საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ახლად შექმნილ სასწავლო ცენტრში პირველი სასწავლო პროგრამა დაიწყო

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ახლად შექმნილ სასწავლო ცენტრში პირველი სასწავლო პროგრამა დაიწყო. პროგრამა განკუთვნილია სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის იმ მოსამსახურეებისთვის, რომლებიც მორიგეობის დროს სასაზღვრო სექტორებზე განწესების წარმმართველებად ინიშნებიან.

ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათი ცნობით, კურსი მიმდინარეობს როგორც სასწავლო აუდიტორიაში, ასევე, საველე პირობებში.

“მსმენელებს საველე მეცადინეობები სპეციალურად განსაზღვრულ ტერიტორიაზე ჩაუტარდებათ.

პროგრამა 5 კვირა გაგრძელდება და მასში სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 13 თანამშრომელი დაესწრება. სასწავლო ცენტრის საქმიანობის მიზანია მოქმედი თანამშრომლების სპეციალური პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

კურსის დასრულების შემდეგ, მესაზღვრეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები