“საქართველოსთვის უპირველესი ეროვნული ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ერთ სახელმწიფოში აფხაზ და ოს ძმებსა და დებთან თანაცხოვრების გზების ძიება” – ბოჭორიშვილი

“საქართველოსთვის ნომერი ერთი, ეროვნული ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ერთ სახელმწიფოში აფხაზ და ოს ძმებსა და დებთან თანაცხოვრების გზების ძიება”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა”დღის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.

“ამ ამოცანის მიღწევის მთავარი ხელის შემშლელი გარემოება არის ოკუპაცია, რუსული მხარის პოზიციონირება და, რა თქმა უნდა, ამ პროცესში თუკი ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მნიშვნელოვანი არის, თუ როგორი იქნება თავად რუსეთის ფედერაციის პოზიციონირება, პოზიციები და როგორი იქნება მისი როლი ამ მიმართულებით. მსგავსი განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, თუკი შეიძლება ითქვას, რომ გვჯეროდეს რუსეთის ასეთი სურვილის, რომ მან ხელი შეუწყოს რაღაც ნორმალიზებას ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ განცხადებებით ვერ შემოვიფარგლებით, რომ გავაკეთოთ შეფასებები. ეს არის ძალიან კომპლექსური პროცესი და ამ პროცესის შემდგომ უკვე საჭირო იქნება ვნახოთ, თუ რამდენად აქვს რუსეთს სურვილი, ამ პროცესში პოზიტიური როლი ითამაშოს. სხვაგვარად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და საქართველოს ამ მიზნის მიღწევაზე წარმოუდგენელია საუბარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის სახელმწიფო, რომელსაც აქვს დღეს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, იყოს სხვა დამოკიდებულებით ამ საკითხის მიმართ. თუკი ცვლილების ტენდენცია შეიმჩნევა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია”, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები