“როდესაც კონკრეტული პარტია არაკონსტიტუციურია, ემსახურება სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრას, უნდა აიკრძალოს” – ლევან მაჭავარიანი

“როდესაც კონკრეტული პარტია არაკონსტიტუციურია, ემსახურება სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრას, უნდა აიკრძალოს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი უნდა გასამართლდეს და აუცილებლად გასამართლდება იმ ტოტალიტარული რეჟიმის გამო და იმ დანაშაულის გამო, თუ როგორც დაგვაკარგვინა ტერიტორიები, ამასთან დაკავშირებით ვისმენდით საყვედურებს უცხოელი პარტნიორებისგან – როგორ შეიძლებაო და მე შეგახსენებთ, რომ მაგალითად უკრაინის და მოლდოვას შემთხვევაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ფაქტობრივად აღარაა დარჩენილი ოპოზიციური მედია და პარტია. ევროკავშირის ქვეყნებსაც რომ გადავხედოთ, ათობით პარტია აიკრძალა ბოლო წლების განმავლობაში. ეს ჩვეულებრივი პროცესია, როდესაც კონკრეტული პარტია არაკონსტიტუციურია, ემსახურება სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრას, უნდა აიკრძალოს, იმას რა სიკეთე შემოაქვს, შემოაქვს მხოლოდ დესტრუქცია. იგივეა „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაშიც“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, გაზეთ Welt am Sonntag-ის ინფორმაციით, ბუნდესტაგის რამდენიმე ფრაქცია საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რომლის მიზანიც მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები