“გახარიას პარტია ვერ ლახავს ბარიერს და ამას ვიხილავთ 26 ოქტომბერს, როდესაც წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება” – კირცხალია

“გახარიას პარტია ვერ ლახავს ბარიერს და ამას ვიხილავთ 26 ოქტომბერს, როდესაც წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.

“ისინი არიან ერთი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ჩვენ მათ ვამხელდით და საზოგადოება ყველაფერს ცხადად ხედავს პირდაპირ ეთერში.

მათ სიებში როგორ გადაინაწილეს ადგილები, ვინ გარეთ დარჩა, ვინ გაუნაწყენდა, ვინ სახლში წავიდა, რომელი რომელ ფრთას შეუერთდა და როგორ გაიყვეს ეს დარჩენილი პოლიტიკოსები, ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს,“ – განმარტა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები