თბილისობის დღესასწაულზე, გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება

5 და 6 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, თბილისობის დღესასწაულზე, გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება.
მუზეუმის ინფორმაციით, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, საქართველოს რეგიონების წარმომადგენლები საკუთარი კუთხის ტრადიციებს გააცოცხლებენ.
მუზეუმის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კუთხის ეთნოგრაფიული  პერფორმანსები, მრავალფეროვანი  გამოფენები, ტრადიციული კულინარიის მასტერკლასები, ქართული ღვინის კუთხეები და ფოლკლორული კონცერტები.
5 ოქტომბერი
რაჭა,  აჭარა,  გურია, სვანეთი, სამეგრელო, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.
6 ოქტომბერი
აფხაზეთი. აჭარა.

5 და 6 ოქტომბერს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში თბილისობის დღესასწაულზე დასწრება თავისუფალია .
ტრანსპორტი:  კუს ტბის ასახვევიდან ეთნოგრაფიული მუზეუმის მიკროავტობუსის გასვლის დრო: 11:30;  12:30;  13:30;  14:30;  15:30.
ეთნოგრაფიული მუზეუმიდან მიკროავტობუსის გასვლის დრო 12:00; 13:00;  14:00;  15:00;  16:00; 17:00.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები