გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისთვის, გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობაზე გასული წლის მარტში დაინიშნა.