აშშ-ის საელჩო: დღეს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა, თუმცა ამ დამამუნჯებელი ტრაგედიის ხსოვნას დღემდე ცხადად ატარებს საქართველოს ათასობით მოქალაქე
საქართველოში აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“დღეს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა, თუმცა ამ დამამუნჯებელი ტრაგედიის ხსოვნას დღემდე ცხადად ატარებს საქართველოს ათასობით მოქალაქე. მათ მსხვერპლსა და თავდადებას თქვენთან ერთად მივაგებთ პატივს”,- წერს საელჩო.