უკრაინის საელჩო: მოძმე ქართველებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს – გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია, უკრაინას ახსოვს!

საქართველოში უკრაინის საელჩო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“27 სექტემბერს (სოხუმის დაცემის დღეს) საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ტ. კოლოტილოვამ და უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 1992-1993 წლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ღონისძიებებში. მოძმე ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს. მემორიალის მარმარილოს ფილებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების სახელები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე და ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია. უკრაინას ახსოვს!”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები