გურამ რჩეულიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

28 სექტემბერს, 17 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში გურამ რჩეულიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
ლიტერატურის მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენილი იქნება 2022 წელს მწერლის ოჯახის მიერ ლიტერატურის მუზეუმისთვის გადმოცემული საარქივო მასალები – ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები, ნაწარმოებების ავტოგრაფები, დღიურის ჩანაწერები, პირადი მიმოწერა, ჩანახატები, მემორიალური ნივთები, უნიკალური გამოცემები, გრაფიკული პორტრეტები.

ფოტოზე – გურამ რჩეულიშვილი უშბის ფონზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები