უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 66 დრონი და 4 რაკეტა გაანადგურეს

გასული ღამის განმავლობაში, რუსებმა უკრაინაში 78 „კამიკაძე-დრონი“ და 6 რაკეტა გაუშვეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 66 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 რაკეტა გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებულ საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მტერმა სუმის ოლქს ბელგოროდის ტერიტორიიდან გაურკვეველი ტიპის ორი რაკეტით შეუტია, ხოლო ოდესის ოლქს შავი ზღვიდან X-59/69 ტიპის ოთხი მართვადი რაკეტით. ამასთან, რუსებმა რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკი, ორიოლისა და კურსკის ტერიტორიებიდან Shahed-ის ტიპის 78 დრონი გაუშვეს.

„საზენიტო ბრძოლის შედეგად განადგურდა X-59/69 ტიპის ოთხი მართვადი რაკეტა, 66 დრონი. უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ლოკაციურად დაიკარგა მტრის 8 უპილოტო საფრენი აპარატი. ერთი რუსეთში დაბრუნდა, ერთი კი – უკრაინის საჰაერო სივრცეში რჩება, მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ასევე, საჰაერო თავდაცვა მუშაობდა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ვინიცას, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, სუმის, პოლტავას, ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები