„ქაოტური წესრიგი” – უშანგი ხუმარაშვილის გამოფენა გაიხსნება
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 2 ოქტომბრიდან დროებით საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს უშანგი ხუმარაშვილის გამოფენას – „ქაოტური წესრიგი”.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, უშანგი ხუმარაშვილი თანამედროვე ქართული სახელოვნებო სივრცის პარტიზანია. მას საბჭოთა იდეოლოგია ვერ შეეხო. არტისტი თავისი ფერწერული თუ მულტიმედიური გამოხატულებით კონფორმისტული თუ ნონკონფორმისტული ხელოვნების მიღმა დარჩა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უშანგი (ხუმა) ხუმარაშვილის ნამუშევრები 1980-იანი წლებიდან მის გარდაცვალებამდე – 2023 წლამდე.
ექსპოზიცია უშანგი ხუმარაშვილის გარდაცვალებიდან პირველი გამოფენაა, რომელიც განსხვავებულ ჭრილსა და დროში უფრო დისტანციურად გვიჩვენებს მის განვლილ გზას.
გამოფენა 2 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.