ზელენსკი გაეროს შესაძლო ბირთვული კატასტროფის შესახებ აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთი უკრაინაში ატომურ ელექტროსადგურებზე დარტყმებს ამზადებს.

ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამან შეიძლება ევროპაში ახალი ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს.

„ნებისმიერმა რაკეტის ან თვითმფრინავის დარტყმამ, ნებისმიერმა კრიტიკულმა ინციდენტმა ენერგოსისტემაში შეიძლება ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს. ასეთი დღე არასოდეს არ უნდა დადგეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები