ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი – „საქართველო“ გალაკონცერტით დაიხურა
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი – „საქართველო“ გალაკონცერტით დაიხურა.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართველი და უცხოელი შემსრულებლები. სტუმრებმა, მასპინძელ ანსამბლებთან ერთად, ქართული მრავალხმიანობის ის ნიმუშები შეასრულეს, რომლებიც ამ ფესტივალის ფარგლებში შეისწავლეს.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 19 – 23 სექტემბერს რაჭა- ლეჩხუმსა და თბილისში მიმდინარეობდა.
გალა – კონცერტი ერთობლივი რაჭული ფერხულით დასრულდა.
მონაწილეობდნენ :
1. კიტკა (აშშ)
2. ორი შალვა (კანადა-საქართველო)
3. მრავალო (გერმანია)
4. ალილო (საფრანგეთი)
5. სამაია (უელსი)
6. საუსეიას (ლატვია)
7. მარჯერი ბრეი (შოტლანდია)
8. ფრანსუაზ დემირი (საფრანგეთი)
9. ძირიანი (საქართველო)
10. სათანაო (საქართველო)
11. მთიები (საქართველო)
12. ლალხორ (საქართველო)
13. ნანინა (საქართველო)
ფესტივალის სლოგანია : საქართველო – მსოფლიო მუსიკის შეხვედრის ადგილი.