თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე ელისო ვირსალაძის კონცერტი გაიმართება
25 სექტემბერს, 19:00 საათზე, თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე, ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო თეატრში, საფორტეპიანო მუსიკის საღამო გაიმართება, დაუკრავს ელისო ვირსალაძე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამაშია:
შუბერტი – 6 მუსიკალური მომენტი თხზ. 94;
ბრამსი – სონატა №1 დო მაჟორი, თხზ. 1;
ლისტი – „ნუგეში“ რე ბემოლ მაჟორი;
ლისტი – საკონცერტო ეტიუდი ლა ბემოლ მაჟორი;
პროკოფიევი – სონატა №7 სი ბემოლ მაჟორი თხზ. 83.
21-29 სექტემბერს, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დაარსებიდან 40 წლის იუბილეს აღნიშნავს.
მონაწილეობენ: მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები; ეროვნული სიმფონიური ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით; ტარდება მასტერკლასები და საუბრები მუსიკაზე.