ზვიად ძიძიგური: არ მიკვირს, როცა ოპოზიციონერი კოლეგები ივანიშვილს თავს ესხმიან და ცდილობენ უკბინონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” მმართველობის ორწლიანი პერიოდი შეაფასა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ორი წლის წინ “ნაციონალური მოძრაობისთვის” შავი დღე გათენდა და ამ დღის შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი იყო.
“ორი წლის წინ გათენდა “ნაციონალური მოძრაობისათვის” შავი დღე, ასე ვთქვათ. ამ დღის შემოქმედი იყო ბიძინა ივანიშვილი და მე არ მიკვირს, როდესაც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ყველა გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილს ესხმიან თავს და ცდილობენ უკბინონ, ვერ უვიწყებენ იმ მდგომარეობას, რომელშიც ახლა იმყოფებიან და ეს, რა თქმა უნდა, ძირითადად, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ამასთან, დეპუტატმა წარმოადგინა ის ინფორმაცია, რომელიც მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით გაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები