გურამ შარაძის ხსოვნის საღამო გაიმართება

25 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გურამ შარაძის ხსოვნის საღამო გაიმართება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, საღამოზე გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცემს XVII საუკუნის იტალიური მხატვრობის ნიმუშს მამის პირადი კოლექციიდან.
ორი წლის წინ რუსუდან შარაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას გურამ შარაძის კოლექცია, ქართველი მხატვრების (ლადო გუდიაშვილის, თენგიზ მირზაშვილის, ვლადიმერ გრიგოლიას, უჩა ჯაფარიძის, კოტე კვალიაშვილის) ნამუშევრები გადასცა. რამდენიმე ხნის წინათ გურამ შარაძის ოჯახმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა ასევე ირაკლი ფარჯიანის ნამუშევარი „ჯამბაზი“.
ნამუშევრები ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმში მდებარე გურამ შარაძის კაბინეტში ინახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები