ქართული წარმოშობის ინგლისურენოვანი ავტორი – ლეო ვარდიაშვილი ქართველ მკითხველს შეხვდება

25 სექტემბერს, 19:00 საათზე, ქართული წარმოშობის ინგლისურენოვანი ავტორი – ლეო ვარდიაშვილი ქართველ მკითხველს შეხვდება.
„ერთი დიდი ტყის მახლობლად” – მისი სადებიუტო რომანი ჯერ ბრიტანეთის ერთ-ერთმა უდიდესმა გამომცემლობამ, „Bloomsbury Books“-მა დასტამბა, შემდეგ კი ნაწარმოების პოპულარობამ იმ ნიშნულსაც მიაღწია, რომ წიგნის გამოცემა 19 ქვეყანაში, 17 ენაზე გადაწყდა. ბესტსელერი რომანი კი ჩვენი დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ავტორმა, ხალიდ ჰოსეინა ასე შეაფასა – „სუნთქვა შემეკრა, გამეცინა და ბოლოს ავტირდი. ამ რომანმა გამანადგურა… გული ჩამწყვიტა, გამიგლიჯა და სამუდამო კვალი დამამჩნია“.

მის: ჭავჭავაძის N15, „სულაკაურის წიგნის მაღაზია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები