ვაჟა მუჯირიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა და კატალოგის წარდგენა გაიმართება
27 სექტემბერს, 19 საათზე, ჭედური ხელოვნებისა და მცირე პლასტიკის დარგში მოღვაწე ვაჟა მუჯირიშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა და კატალოგის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილი ექსპოზიცია შეადგენს 40-მდე ნამუშევარს, რეტროსპექტულია და მოიცავს ნამუშევრებს, 60-იანი წლებიდან დღემდე. ძველი ნამუშევრების მასალაა – თითბერი და ბრინჯაო. ახალ ნამუშევრებში კი თანამედროვე მასალებია გამოყენებული.
გამოფენის გახსნაზე მაყურებელს ავტორის პირადად გაცნობის შესაძლებლობა ექნება.
გამოფენა გაგრძელდება 2 ნოემბრის 18 საათამდე.
გალერეა იმუშავებს ყოველ დღე, ორშაბათის გარდა (13 -19 სთ).
მის: ირ. აბაშიძის N 47.