„როდესაც სამკაულზე ვმუშაობ, ან საგალობლებს ვუსმენ, ან თავად ვმღერი და ვგალობ“…

დაიბადა გორში. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ფინანსების სპეციალობით დაამთავრ. 2015 წელს ჩააბარ კოლეჯ განთიად და საბუღალტრო საქმეს დაეუფლა.
ამავდროულად, ბავშვობიდან ყვარს პოეზია, ქართული ფოლკლორი. მღეროდ უნივერსიტეტის ფოლკლორულ ანსამბლში. 12 წელია გალობ ტაძარში. სამკაულების დამზადება მარტში დაიწყ. ამბობს, რომ უყვარს და აბედნიერებს ქვებთან ურთიერთობა. ფიქრობს, რომ საკუთარი თავი იპოვ. – თამარ ხმიადაშვილის პერსონა.

– დავიბადე ე.წ 90-იანების პერიოდში, რომლის დროსაც ეკონომიურად უჭირდა ქვეყანას და ჩამკვდარი იყო ხელოვნებაც. თუმცა ხელოვნება ბავშვობიდან  მაინტერესებდა. ვაწყობდი სამკაულებს მავთულისგან, მიყვარდა გაწყვეტილი მძივებით თამაში, ვაგროვებდი ნიჟარებს, ფერად  ღილებს და ვაწყობდი ყელსაბამებს. ამასთან ერთად, დაინტერესებული ვიყავი მუსიკით და პოეზიით.
– გორის უნივერსიტეტი ფინანსების სპეციალობით დაამთავრეთ….
– ხელოვნებასთან ერთად ჟურნალისტიკაც მაინტერესებდა, ამიტომ  ჩავაბარე სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის  ფაკულტეტზე. რადგანაც მიწევდა საფინანსო საქმესთან შეხება, ამ სფეროსადმი გამიჩნდა ინტერესი და გადავწყვიტე მისი არჩევა. მიყვარს სიახლეები  და მუდმივად ახლისკენ სწრაფვა, ამიტომ  ვიფიქრე, რომ ამ საქმეში მეტი განვითარების შანსი მექნებოდა და მეტი წარმატების მიღწევას შევძლებდი.
–  სპეციალობით მუშაობდით… იცლიდით ხელოვნებისთვის?
ყოველთვის აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. გადატვირთული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად , ვცდილობდი  დავსწრებოდი სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებას. ერთხელ  დამღლელი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მეგობართან ერთად პოეზიის საღამოზე წავედი თბილისში. მახსოვს, მეტროდან როგორ გავრბოდით თბილისის ქუჩებში, რომ მიგვესწრო, ძალიან სასიამოვნო და დასამახსოვრებელი დღე იყო, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ.
პანდემიის შემდეგ გორში ერთ-ერთ არტსახელოსნოში დავდიოდი, სადაც ვსწავლობდი ხატვას და გამოყენებით ხელოვნებას. ამის შემდეგ კი კიდევ უფრო შემიყვარდა და გამიძლიერდა ხელოვნების და ხელნაკეთი ნივთებისადმი ინტერესი.
– როგორ დაიწყეთ სამკაულების დამზადება? პირველი ნამუშევრები.
– როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო დროს ძალიან დაინტერესებული ვიყავი ხელნაკეთი ნივთებით. სოციალურ ქსელში  მუდმივად თვალს ვადევნებდი  სხვადასხვა ხელოვანის შემოქმედებას, ვმონაწილეობდი მათ მიერ გამართულ წამახალისებელ კონკურსებში და არაერთი ასეთი პრიზის მფლობელიც გავხდი, როგორიცაა: ხელნაკეთი საყურე, კედლის საათი და წიგნი.
მოგვიანებით ერთ-ერთ გვერდზე შემხვდა ინფორმაცია სამკაულების დამზადების შესწავლასთან დაკავშირებით, მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გამეშვა, რათა ბავშვობის ოცნება ამესრულებინა. ასე დაიწყო ჩემ მიერ დამზადებული ხელნაკეთი სამკაულების ჯადოსნური ისტორია. პირველი ნამუშევარი მარგალიტის ყელსაბამი იყო, რასაც მოჰყვა ვარდისფერი კვარცის სამაჯური და მარჯნის თმის სამაგრი.
გვერდს ჰქვია: „ზინათი/ ხელნაკეთი სამკაულები“. რამდენად გეხმარებათ გვერდი ნამუშევრების პოპულარიზაციაში?
– გვერდის სახელზე ბევრი ვიფიქრე. მინდოდა უცხო, განსხვავებული და მარტივად დასამახსოვრებელი ყოფილიყო, ისეთი, როგორიც არავის ექნებოდა. „ზინათი“ სპარსული სიტყვაა და სამკაულს ნიშნავს. აქტიური გვერდი მაქვს, ჩემს ნამუშევრებს სხვადასხვა ჯგუფში ვაზიარებ და საზოგადოება ნელ-ნელა ეცნობა, ინტერესდება ჩემი შემოქმედებით. ვცდილობ, სიახლეებიც შევთავაზო, რაც მათ ინტერესს  გააღრმავებს.
– ყველაზე მეტად თქვენი რომელი ნამუშევარი მოსწონთ?
– ყველა სამკაულს თავისი მომხმარებელი ჰყავს. ამ ეტაპისთვის კი ყველაზე მოთხოვნადი თმის სამაგრია. ალბათ იმიტომ, რომ ყოველდღიურობაში მარტივი გამოსაყენებელია როგორც უფროსებისთვის, ასევე – ბავშვებისთვის. ასევე ვმუშაობ ინდივიდუალურ შეკვეთებზეც.
– თამარის ჯვარი მდინარის მარგალიტით არის დამზადებული…
– შეიძლება სხვა ქვებითაც დამზადდეს, შეკვეთის დროს მომხმარებლისთვის შემითავაზებია, მაგრამ მარგალიტს ირჩევენ. ჩემი აზრით, თამარის ჯვარს ყველაზე მეტად მარგალიტი უხდება.
– როდესაც ორ ქვას ერთდროულად იყენებ, როგორ უსადაგებთ? რა ნიშნით?
– ვითვალისწინებ მომხმარებლის მოთხოვნას,ზოდიაქოს, ფერებს და თვისებებს.
– ერთი სამკაულის ისტორია.
– ახალი დაწყებული მქონდა სამკაულის დამზადება, როცა ერთმა უსაყვარლესმა ნაცნობმა გოგომ მომწერა, თუ შეგიძლია ყურძნის მტევნის გულსაბნევი დამიმზადოო. ვუთხარი, რომ ნასწავლი მქონდა მისი დამზადება და არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა. მისი პასუხი იყო: დარწმუნებული ვარ, გამოგივა, გენდობიო.
ამ სიტყვებმა ფრთები შემასხა, სტიმული მომცა. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვიწვალე, მაგრამ არ დავნებდი და მომხმარებელს იმედები არ გავუცრუე. მას შემდეგ კიდევ ოთხი დავამზადე შეკვეთით, და აქტიურად ვამზადებ დღესაც.
– რას ითვალისწინებთ სამკაულების დამზადების დროს?
– პირველ ყოვლისა – ხარისხს. ვიყენებ უჟანგავ ანტიალერგიულ მასალას, არ ვიყენებ დაზიანებულ ქვას, ვითვალისწინებ მომხმარებლის მოთხოვნებს. მზა სამკაული ისეთი უნდა იყოს, პირველ რიგში, მე რომ მომეწონება და გავიკეთებ.
გიყვართ პოეზია, ფოლკლორი. უნივერსიტეტის ფოლკლორულ ანსამბლში მღეროდით. ახლა ტაძარში გალობთ. რა ადგილი უკავია სიმღერას თქვენს ცხოვრებაში, თუ არის შთაგონების წყარო სამკაულების დამზადებისას?
– პოეზიის და სიმღერის სიყვარული არა მარტო სამკაულების შექმნისას, არამედ ყოველდღიურ  ცხოვრებაშიც მეხმარება. როდესაც ვამზადებ, ან სიმღერას ანდა საგალობლებს ვუსმენ, ან თავად ვმღერი და ვგალობ. სწორედ  „შენ ხარ ვენახის“ საგალობელი  გახდა ყურძნის მტევნის გულსაბნევის შექმნის შთაგონება. დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დამემზადებინა და პირველი შეკვეთაც მივიღე.
– ჰობი…
– შეიძლება ითქვას, რომ მუსიკა ჩემი ჰობია, რადგან მუსიკალური განათლება არ მაქვს. მიყვარს ფოტოების გადაღება, მეგობრებთან ერთად  ქალაქგარეთ, ბუნებაში გასვლა და ფეხით სიარული.
– ოჯახი…
– დიდ ოჯახში დავიბადე… დედა, მამა, სამი და. მე ყველაზე უმცროსი ვარ. ჩემი დები ეკლესიაში გალობდნენ, მეც ხშირად დავყავდი. ამიტომ დამაინტერესა გალობამ. ოჯახი ყოველთვის გვერდში მედგა და მადლობა მინდა გადავუხადო.
სამი წლის წინ დავოჯახდი, მყავს მეუღლე და 1 წლის და 10 თვის შვილი – მართა. მართას დაბადებამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. გვიყვარს ერთად თამაში, სეირნობა, წიგნების კითხვა. მეუღლის დედა ძალიან მეხმარება, ყოველთვის ვგრძნობ მის თანადგომას და მადლობას ვუხდი გვერდში დგომისთვის, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
– სამომავლო გეგმები…
– მზადდება ჩემი გვერდის ლოგო. ვაპირებ ბრენდისებული სასაჩუქრე შეფუთვების დამზადებას და სამკაულების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას. ჩემს მომხმარებელს ბევრ სიახლეს ვპირდები. მსურს, რომ თანდათან უფრო განვვითარდე და ჩემი ნაკეთობებით ქვეყნის გარე ბაზარზეც  მოვახერხო გასვლა.

                                                                                                                            თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები