უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ახალი მონაკვეთი გაარღვიეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საზღვარზე, კურსკის ოლქში, ახალი მონაკვეთი გაარღვიეს.

სამხედრო ოპერაცია სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის 95-ე დანაყოფმა განახორციელა.

ტელეგრამ არხ „დიფ სთეითის“ ცნობით კი, წინსვლა აქვთ ოკუპანტებსაც – რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მდებარე შვიდ დასახლებულ პუნქტში შეღწევა შეძლეს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ფრონტის ხაზზე, ბოლო 24 საათში, ოკუპანტებთან 162 შეტაკება მოხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები