ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს თვალი“ დავით გუჯაბიძესა და გიორგი ხარებავას გრანპრი გადაეცათ

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ქართველ ოპერატორებს – დავით გუჯაბიძესა და გიორგი ხარებავას წარმატებას ულოცავს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს თვალი“ (Golden Eye) მერაბ კოკოჩაშვილის ბოლო ნამუშევრის, „ტერცო მონდოს“, ოპერატორებს – დავით გუჯაბიძესა და გიორგი ხარებავას, გადაეცათ გრანპრი საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის.
„ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ფილმი „ტერცო მონდო“ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმი, რომელიც მერაბ კოკოჩაშვილმა აკა მორჩილაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღო, მისი ტრილოგიის ბოლო ნაწილია.
ეროვნული კინოცენტრი ულოცავს ფილმის ოპერატორებს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს“! – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები