როგორ ებრძვიან ნაბახუსევს მსოფლიოში – რჩევები მათთვის, ვისაც სპირტიანი სასმელები უყვარს (ფოტოკოლაჟი)

     ნაბახუსევი – აბა, რა შეიძლება იყოს ამაზე საშინელი და უსიამოვნო? ამ სიტყვის გაგონებაც კი ბევრ ადამიანში თავის ტკივილს და არასასურველ შეგრძნებებს იწვევს. ადამიანების უმეტესობა მხიარულად გატარებული ღამის შემდეგ ძილს და ასპირინს არჩევს, ზოგი მათგანი დილით ლუდს ან ხაშს ეძალება, ზოგი კიდევ არყით აგრძელებს დღეს.
მაგრამ რა ხდება ამ მხრივ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში? იქნებ რომელიმე ქვეყანაში იციან განსაკუთრებული საიდუმლოება, თუ როგორ ვებრძოლოთ ამ უსიამოვნო შეგრძნებას. საიდუმლოების რა მოგახსენოთ, მაგრამ ბევრგან თურმე ნაბახუსევთან ბრძოლის ისეთი უცნაური ხერხები აქვთ, რომ მათ გამოყენებას არამც და არამც არ ისურვებდით. მოდით ვირტუალური მოგზაურობა ჩავატაროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ვნახოთ, რა მეთოდებს იყენებენ ისინი სასმელის გასაბათილებლად.

1.ნამიბია10721048_949720718389278_1060349706_n

ამ ქვეყნის მცხოვრებლები ნაბახუსევთან ბრძოლის ნაცად 100%-იან ხერხს იყენებენ – ესაა კამეჩის რძის კოქტეილი. ეს სასმელი შეიცავს შემდეგ კომპონენტებს: აჭრილი ნაღები, შავი რომი, სანელებლებიანი რომი, ნაღების ლიქიორი და ნაღები. ალბათ, ამ საშინელი ნარევის დალევა, მას შემდეგ, რაც თქვენ მთელი ღამე სპირტიან სასმელს სვამდით, არცთუ ისე სასიამოვნო იქნება. გამოდის, რომ განთავისუფლდეთ ნაბახუსევისაგან, ისევ უნდა დათვრეთ.


2. პერუ10723423_949720791722604_2141052809_n

პერუელებს ძალიან უყვართ ღამღამობით ხმაურიანი წვეულებები და გართობა, შესაბამისად, მათ იციან ამ ხმაურიანი ღამეების შედეგის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები: დილით ისინი ჭამენ განსაკუთრებული ჯიშის თევზისაგან დამზადებულ სუპს, რომელსაც დამატებული აქვს ლიმონის წვენი, ლაიმას წვენი, ნიორი და იმბირი. მგონი, საკმაოდ გემრიელი კერძი უნდა იყოს.


3. ველური დასავლეთი10723562_949720848389265_412643450_n

ლაღი და უშიშარი კოვბოების ველურ დასავლეთში ამ მაგარი ბიჭებისათვის ნაბახუსევთან ბრძოლის თანამედროვე საშუალებები, რაღა თქმა უნდა, ხელმიუწვდომელი იყო. როგორ აღწევდნენ თავს ისინი ვისკით სავსე ღამის შედეგად გამოწვეულ უსიამოვნებებს? ისინი სვამდნენ გრანულირებულ ჩაის. გინდათ შეიტყოთ მაინც რა ჩაი იყო ეს? კოვბოები კურდღლის ცურცლებს ადუღებულ წყალს ასხამდნენ და…. მგონი, არ ღირს ამის გაგრძელება.


4. ავსტრალია10717903_949720921722591_1837494972_n

ავსტრალიელებს ძალიან უყვართ ვეჯიმაითი, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ნაბახუსევის დროს ხსნას მასში ეძებენ. იცით, რა არის „ვეჯიმაითი“? ესაა საფუარზე დამზადებული სქელი პასტა, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს „ნუტელას“, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული გემო აქვს და სულაც არაა ტკბილი.


5. კანადა10695411_949720958389254_2000441728_n

თუ კანადელმა გუშინ საკმარისზე მეტი დალია, დღეს ის აუცილებლად მიირთმევს კარტოფილ ფრის ყველის ნაჭრებით და ცხელი სოუსით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კერძს არც ნაბახუსევის გარეშე დაიწუნებდა ადამიანი, რადგან ის ძალიან გემრიელია.


6. ბანგლადეში10711205_949720978389252_1665379799_n

ბანგლადეშელები გვირჩევენ, ნაბახუსევის დროს დავლიოთ ქოქოსის რძე. მასში ძალიან ბევრი კალიუმია, რომელიც სპირტიანი სასმელის მოქმედებას ანეიტრალებს.


7. უნგრეთი10721356_949720991722584_444526307_n

როგორც ჩანს, უნგრელები ძალიან კატეგორიული ხალხია. თუ თქვენ ამ ქვეყანაში დალევამ მოგიწიათ და გსურთ, ნაბახუსევისგან თავი დაიხსნათ, უნგრელი მასპინძელი აუცილებლად შემოგთავაზებთ დალიოთ ბრენდი, რომელშიც ბეღურის სკინტლია დამატებული. სასიამოვნოა, რას იტყვით?


8. პუერტორიკო10723210_949721025055914_258573268_n

პუერტო-რიკოელებს მშვენიერი საშუალება ააქვთ ნამთვრალევთან საბრძოლველად. მანამ, სანამ თქვენ სპირტიანი სასმელის დალევას დაიწყებთ, ხელისგულზე უნდა გასრისოთ ლაიმის ან ლიმონის ნაჭერი და მორჩა, სასმელი აღარ მოგეკიდებათ. რა თქმა უნდა, ამ მეთოდს მეცნიერი მტკიცებულება არ გააჩნია, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს.


9. ჰაიტი10717968_949721115055905_441509134_n

ჰაიტიზე მიაჩნიათ, რომ ნაბახუსევთან ხუმრობა არ შეიძლება. მისგან რომ თავი დაღწიონ, ნასვამი ადამიანები ვუდუს მაგიას მიმართავენ. საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ 13 ცალი შავთავიანი ქინძისთავი ჩაარჭოთ იმ ბოთლის სახურავში, საიდანაც სვამდით სასმელს და თქვენი ტანჯვა უკვალოდ გაივლის. შთამბეჭდავი მეთოდია, არა?


10. ისლანდია10717639_949721101722573_909944942_n


ისლანდიური ტრადიციის თანახმად, ნაბახუსევთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა მდინარის პირას სილაში კისრამდე ჩაფვლა. რა თქმა უნდა, მეცნიერება ამ მეთოდის ეფექტურობასაც ეჭვის ქვეშ აყენებს, მაგრამ, ერთი მხრივ, ეს ცივი შხაპის ალტერნატივაა, ასე რომ სავსებით შესაძლებელია მან შვება მოგანიჭოთ ნაბახუსევის დროს.

წყარო:  dainteresdit.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები