შალვა პაპუაშვილი – დამრიგებლური ტონი, რომლითაც ზოგიერთი ევროკომისარი ბედავს ქართველ ხალხთან საუბარს, არის მიუღებელი

„დამრიგებლური ტონი, რომლითაც ზოგიერთი ევროკომისარი ბედავს ქართველ ხალხთან საუბარს, არის მიუღებელი,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ხელისუფლების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი.

„ჩვენი მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი, ქართულ ხელისუფლებას აფასებს ქართველი ხალხი. საქართველოს შეფასების ასეთი გეგმა ჰქონდა საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხუთწლედების გეგმებს გვისახავდა, ახლა ხან 5 პუნქტს გვეუბნებიან, ხან რა გეგმებს გვისახავენ. მთავარი პრინციპი, რაზეც დაფუძნებულია საერთაშორისო წესრიგი, არის სხვა ხალხთა სუვერენიტეტის პატივისცემა. ის დამრიგებლური ტონი, რომლითაც ზოგიერთი ევროკომისარი ბედავს ქართველ ხალხთან საუბარს, არის მიუღებელი. ზოგიერთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს აქვს პრეტენზია, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელი. ესტონეთის თუ სხვა ქვეყნის მიერ არჩეული ადამიანი გვესაუბრება ჩვენ, ქართველებს ქართველების სახელით. ამაზე დიდი ცინიზმი და დამოუკიდებლობის უპატივცემულობა, რა შეიძლება იყოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი შეფასებები ბრიუსელთან დაკავშირებით, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ და კიდევ ბევრს ვისაუბრებთ. რახან ბრიუსელმა გადაწყვიტა ასეთი კონფრონტაციულ ტონი და ქართველი ხალხისთვის კურატორისა და მეურვის შეთავსება, ქართველი ხალხისგანაც მოისმენენ მათი საქმიანობის ძალიან დასაბუთებულ შეფასებას . ბრიუსელი დღეს სრულად ასცდა ევროპულ ღირებულებებს და მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები