დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – მამა დოროთეს და მამა ილიას მიმართ არცერთი კომენტარი არ განხილულა იმ ჭრილში, რომ მათ გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები, კითხვები იყო იმაზე, რატომ აყენებენ შეურაცხყოფას ეკლესიას

“ამ სასულიერო პირების, მამა დოროთეს და მამა ილიას არცერთი კომენტარი არ განხილულა იმ ჭრილში, რომ მათ გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები, კითხვები იყო იმაზე, რატომ აყენებენ შეურაცხყოფას ეკლესიას – დოროთე ყურაშვილი ამბობს, „ჩემთვის არ უთქვამთ, პოლიტიკური შეფასებები არ გააკეთო, მაგრამ ამისთვის დამიბარესო“, რას ნიშნავს ეს წინადადება?- დაღუპვის გზაზე დგას,” – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ განცხადებებს სხვა სასულიერო პირებიც აკეთებენ, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ეკლესიას ისინი არ შეურაცხყოფენ.

„განსხვავება იმის მიხედვით არის, რომ ის ხალხი, როდესაც პოლიტიკური შეხედულების შესახებ თავის კომენტარს აკეთებს, არავის შეურაცხყოფს ეკლესიაში, იერარქიას არ შეურაცხყოფს. ამ სასულიერო პირების, არც მამა დოროთესი, არც მამა ილიასი არცერთი კომენტარი არ განხილულა იმ ჭრილში, რომ მათ გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები. პოლიტიკურ განცხადებებს და შეფასებებს აკეთებს მამა ალექსი ქშუტაშვილიც, რომელიც გუშინ იჯდა ტელევიზიაში და ამას ძალიან კორექტულად აკეთებს, შეურაცხყოფების გარეშე. პირველივე შეხვედრიდან დაწყებული, ამ სასულიერო პირებთან არცერთი შეკითხვა არ ყოფილა, რატომ აკეთებთ რამე პოლიტიკურ შეფასებებს, არამედ იყო მხოლოდ ის, თუ რატომ აკეთებ შეურაცხმყოფელ შეფასებებს, რატომ აყენებ შეურაცხყოფას ეკლესიას, პატრიარქს, პატრიარქის მოსაყდრეს, პატრიარქის ადმინისტრაციას და დანარჩენ სასულიერო პირებს. თქვენ, ყველანი ცდილობთ, რომ გადააადგილოთ ეს ორი რამ და რადგანაც მამა დოროთე აკეთებს ორმაგ განცხადებებს. ერთი მხრივ, რაღაც პატრიოტული თემით, მისი შეხედულებები პოლიტიკურ თემაზე ჟღერდება და იქვე ამატებს აუცილებლად შეურაცხმყოფელ განცხადებებს. მხოლოდ ამ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე იყო პასუხი მისგან. მაგალითად, იყო ის, რომ პროტესტზე მყოფი ხალხი ნათელ მხარესაა და დანარჩენი არის სიბნელეში. ეს არ არის შეურაცხყოფა? ბევრი გადამწყვეტი შეფასება იყო, მაგალითად, დღესაც რუსი ეგზარქოსები მართავენ ეკლესიას; რომ “ეკლესიას სურდა სისხლის ღვრა 4 ოქტომბერს. ეს გამონათქვამები ნორმალურია? ის ამბობს, „ჩემთვის არ უთქვამთ, პოლიტიკური შეფასებები არ გააკეთო, მაგრამ ამისთვის დამიბარესო“. რას ნიშნავს ეს წინადადება, ამ წინადადების თავი-ბოლო გესმით? ერთში სხვა რაღაცას, მეორეში სხვა რაღაცას ამბობს. ბოლო-ბოლო, ადამიანს გაუფრთხილდით და ნუ აქეზებთ ასეთ რაღაცებზე, დაღუპვის გზაზე დგას“- განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები