“ყველამ ვიცით, რამდენად დიდია ექიმების, მწვრთნელების, ტექნიკური ჯგუფის როლი სპორტსმენების წარმატებაში; მათ სჭირდებათ განსაკუთრებული დაფასება” – კობახიძე

“ყველამ ვიცით, რამდენად დიდია ექიმების, მწვრთნელების, ტექნიკური ჯგუფის როლი სპორტსმენების წარმატებაში; მათ სჭირდებათ განსაკუთრებული დაფასება”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “შაბათის კურიერში” ისაუბრა.

“სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ოლიმპიადის, ისე პარალიმპიადის კუთხით, საქართველო მეორე ადგილზე იყო მსოფლიოში დაწესებული პრემიების მიხედვით. რაც შეეხება სპორტსმენებს მიღმა – ექიმების, მწვრთნელების, ტექნიკური ჯგუფის წახალისებას – ყველამ ვიცით, რამდენად დიდია მათი როლი საერთო წარმატებაში. აქედან გამომდინარე, მათ სჭირდებათ განსაკუთრებული დაფასება და, აქედან გამომდინარე, ამას მიეძღვნა ეს პრემიები, რაც დაწესდა საქართველოს მთავრობის მხრიდან. მომავალშიც, რა თქმა უნდა, მათი შრომა განსაკუთრებულად უნდა დაფასდეს,” – განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები