საქართველოს, ნიდერლანდების და ლატვიის ანსამბლების ერთობლივი კონცერტი გაიმართება

29 სექტემბერს, 17:00 საათზე, გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, საქართველოს, ნიდერლანდების და ლატვიის ანსამბლების ერთობლივი კონცერტი გაიმართება.
ეთნოგრაფიული მუზეუმის ინფორმაციით, კონცერტი პროექტ „ამღერებული მუზეუმის“ ფარგლებში ჩატარდება. მონაწილეობას მიიღებენ: ეთნოგრაფიული მუზეუმის ანსამბლი „დიდგორი“ , მოწვეული ანსამბლი „გრაიდი” ლატვიიდან და ანსამბლი „საქართველო” ნიდერლანდებიდან.

მისამართი: თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ. კუს ტბის ქუჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები