კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები გაიმართება

2024 წლის 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. კულტურის დღეები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდება.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი; კალიგრაფი გიორგი სისაური;
ასევე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარადგენს უილიამ შექსპირის „ოტელოს“ , ხოლო საქართველოს ეროვნული კინოცენტრი დანიის კინოინსტიტუტის სინემათეკასთან პარტნიორობით სამი ქართული ფილმის ჩვენებას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები