ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.

შტორმ „ბორისის“ შედეგად ჩეხეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და რუმინეთში წყალდიდობაა.

შვიდი ადამიანი დაიღუპა რუმინეთში, შვიდი – პოლონეთში, ხუთი – ავსტრიაში, ოთხი კი – ჩეხეთში.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პოლონეთის რამდენიმე ქალაქში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

სტიქიის ზონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები