„გოა მშვიდობისა“ – ბესო ხვედელიძის რომანის წარდგენა გაიმართება

19 სექტემბერს 20:00 ბარ „აბრაგში“ ბესო ხვედელიძის რომანის – „გოა მშვიდობისა“ – პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნს ავტორთან ერთად წარადგენს ქეთი ელიეშვილი, შეხვედრას კი მუსიკალურად გააფორმებს დიმა დადიანი.
მწერლის სიტყვებით, ეს არის გზამკვლევი ნეპალიდან გოამდე წამსვლელთათვის, ან, უბრალოდ, სამოგზაურო რომანი.
„ეს რომანი, ჩემი აზრით, ნეპალური სერიის ყველაზე მნიშვნელოვანი და ესთეტიკურად სრულყოფილი ტექსტია. რთულია, განსაზღვრო ამ ტექსტის ჟანრი. ის ერთდროულად რომანიცაა, მოგზაურის ჩანაწერებიც, თვითშემეცნების ეგზისტენციალური ტრაქტატიც, ტურისტული გზამკვლევიც და მემუარებიც. ნებისმიერ შემთხვევაში ბესოსა და ალექსას ახალ თავგადასავალს მიყოლილი მკითხველი პირველ რიგში ნამდვილ ლიტერატურაში მოხვდება სამოგზაუროდ.” – აღნიშნავს პროზაიკოსი და პრემია „საბას“ ლაურეატი დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები