ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის ღვთისმეტყველების“ მეხუთე ტომის წარდგენა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცემის, ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის ღვთისმეტყველების“ მეხუთე ტომის წარდგენა გაიმართა.
წიგნი ვიქტორ ნოზაძის საზოგადოების მხარდაჭერით და გურამ შარაძის რედაქციით დაიბეჭდა.
„ჩემს ბავშვობაში ვიქტორ ნოზაძის წიგნები თვითგამოცემების სახით გამოდიოდა. მან და მისმა პლეადამ დიდი ენთუზიაზმით დაიწყო მოღვაწეობა, მაგრამ სულ მალე მათ ემიგრაციაში მოუწიათ კულტურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გაგრძელება. ამ თაობამ ანგარიშგასაწევი კულტურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა და მათ შორისაა ვიქტორ ნოზაძეც“, – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ.
ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ვიქტორ ნოზაძის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ, პროფესორმა ნესტან სულავამ და სხვებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები