დავით აბესაძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება

20 სექტემბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დავით აბესაძის რეტროსპექტული გამოფენა  გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დავით აბესაძის პერსონალური, რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პირველად იმართება.
„დავით აბესაძე (დაბ. 1966) ე. წ. 90-იანელ მხატვართა თაობის წარმომადგენელია. იგი საინტერესო და შთამბეჭდავი ხელოვანია, რომლის ხელწერა ექსპრესიულობითა და სამყაროს მისეული, გამორჩეული ხედვით ხასიათდება. როგორც ჩანს, ფერმწერის ცხოვრებაც მისი შემოქმედებისთვის საინტერესო გარემოს ქმნის – დაბადებიდან სმენადაქვეითებულ მხატვარზე ოჯახი ზრუნავდა, მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი იგი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და სახელოვნებო ცხოვრებაში მისი მონაწილეობა მინიმუმამდეა შემცირებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენა 29 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები