ეკა ბესელია “ნაციონალური მოძრაობის” უპასუხისმგებლო შენიშვნას” პასუხობს

საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს დღეს ევროსაბჭოს პლენალურ სხდომაზე განიხილავენ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, რეზოლუციაში ასახული უნდა იყოს ის რეალობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ეს ეხება მიღწევებს, რეფორმებს და ა.შ. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებს, ბესელია ვარაუდობს, რომ აღნიშნული შენიშვნები გაზიარებული არ იქნება.
“რეზოლუციაში, რა თქმა უნდა, ასახული უნდა იყოს ის რეალობა, რომელიც არსებობს, მიღწევევბი, რეფორმები, მაგრამ არა კონკრეტული გვარები, რომელთა საქმეებიც სასამართლო ეტეპზეა, იმიტომ, რომ ეს აღიქმება, როგორც პირდაპირი ჩარევა და ძალიან არასერიოზულია გაიზიარონ “ნაციონალური მოძრაობის“ სრულიად უპასუხისმგებლო შენიშვნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებდეს ამ რეზოლუციაში იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას ჩვენი ოპონენტები აყენებენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას პრინციპულად მხარს არ ვუჭერთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები