თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, სამგორის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე, ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: მშენებელთა დასახლების, კაიროს, ნავთლუღი II დასახლების III, IV, V და VI ქუჩების 923 აბონენტს.
ქვესადგურში “ლილო-2”, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სადგურ ლილოსა და იუმაშევის ქუჩის 137 აბონენტს.
11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების და ქინძმარაულის ქუჩის 120 აბონენტს.
გლდანის რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ჯანჯღავას, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების 3812 აბონენტს.
11:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზარზმის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების 348 აბონენტს.
მთაწმინდის რაიონში, 11:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კოსტავას I შესახვევისა და ვერეს II შესახვევის 313 აბონენტს.
11:00-დან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კომკავშირის ხეივნის 27 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში, 11:00-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, სოფელ ლისის, უნივერსიტეტის, დოლიძის, ბალანჩივაძის, ლიხაურის, ბაკურციხის, ბაკურიანის და ქავთარაძის ქუჩების 617 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ხუთწლედის და ცოტნე დადიანის ქუჩების 811 აბონენტს.
კრწანისის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კრწანისის II შესახვევის და კრწანისის ქუჩის 176 აბონენტს.
დიდუბის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ევდოშვილის და თევდორე მღვდლის ქუჩის 150 აბონენტს.
ვაკის რაიონში, 11:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის და თაქთაქიშვილის ქუჩების 372 აბონენტს.
ისნის რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქის, ბაბისხევის და მრევლიშვილის ქუჩების 239 აბონენტს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.