გიორგი ცაბაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გალა კონცერტი გაიმართება
18 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გიორგი ცაბაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო გალა კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კომპოზიტორ გიორგი ცაბაძეს 2024 წლის 24 აგვისტოს 100 წელი უსრულდება, საიუბილეო წელთან დაკავშირებით შეიქმნა ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ოთხ დიდ ქალაქში გალა კონცერტები გაიმართება.
„გიორგი ცაბაძე თეატრსა და კინოში“ – ამ თემას მიეძღვნება კომპოზიტორის საიუბილეო გალა კონცერტი თბილისში, მაყურებელი ერთ სცენაზე იხილავს როგორც კინოსა და თეატრის, ასევე ესტრადის არაერთ ვარსკვლავს.
საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრისა და დავით მაზანაშვილის ბენდის თანხლებით თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე გაჟღერდება კომპოზიციები და გაცოცხლდება სცენები ცნობილი მიუზიკლებიდან, კინოსა თუ სპექტაკლებიდან. მოისმენთ ამბებს კომპოზიტორის ცხოვრებიდან, რომელიც ამ დრომდე არ გაჟღერებულა.
შემოქმედებითი ჯგუფი:
სამხატვრო ხელმძღვანელი: დავით მაზანაშვილი;
სცენარის ავტორი და საღამოს წამყვანი: ნიკოლოზ წულუკიძე;
რეჟისორი: თინათინ კორძაძე;
მხატვარი: სოფო ბასიშვილი;
აკომპანემენტი: დავით მაზანაშვილის ბენდი და საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი.
მონაწილეობენ: მურმან ჯინორია, რეზო ჩხიკვიშვილი, ნანული სარაჯიშვილი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, ეკა მამალაძე, მაია ჯაბუა, თამარ გვერდწითელი, ნეკა სებისკვერაძე, აჩიკო სოლოღაშვილი, აჩიკო გოგიტიძე, ოთარ ჯორჯიკია, მარიკო ებრალიძე, ნუცა ბუზალაძე, სოფო ხალვაში, „დუეტი ჯორჯია“; „ალილო“; „თეატრალური კვარტეტი“; „ფორტე“; „გორის ქალთა გუნდი“; „,მურო გაგოშიძის ცეკვის ლაბორატორია“.