წილოსანი – როთზე: ჩვენ სულელები გვიწოდა, მანამდე ჩვენი ეკლესია შეურაცხყო

“ჩვენ სულელები გვიწოდა, მანამდე ჩვენი ეკლესია შეურაცხყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა მიხაელ როთზე საუბრისას აღნიშნა.

“ეს კიდევ კარგად გვაჩვენებს, რომ განსაკუთრებით აქტიური ადამიანები, ისინი ვინც დიდად ინტერესდებიან ქართული პოლიტიკით, არ არიან გულწრფელები ამ თავის აქტიურობაში და კონკრეტული ინტერესების, დაფინანსებისა თუ ლობირების შედეგად მოდის ეს აქტიურობა. და მეორე – ეს ადამიანები ძალიან თანმიმდევრულად ემსახურებიან ქართული ღირებულებების, სარწმუნოების და ჩვენი ტრადიციების ნგრევას“, – განმარტა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები