მერია: სამტრედიის N2 სამუსიკო სკოლის სრულად რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა

N2 სამუსიკო სკოლა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ და პარლამენტის წევრმა იმედა ნიკურაძემ გახსნეს. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

“გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სამტრედიის მე-2 სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში შესრულდა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა შენობის ფასადი, ინტერიერი, საკლასო ოთახები, საკონცერტო დარბაზი, შეიცვალა გადახურვა, ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემები

მე-2 სამუსიკო სკოლაში ამ ეტაპზე 130 მოსწავლე ირიცხება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები