,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები ბაღდათის მოსახლეობასთან გრძელდება
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი – ზვიად შალამბერიძე ბაღდათის სოფლების: პირველი და მეორე ობჩის, ასევე, წითელხევის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე.
„ბოლო წლებში ამ სოფლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები: მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა გარე განათება, სანიაღვრე სისტემები და ცხაურები. პირველ ობჩაში მიმდინარეობს წყლის სისტემის მშენებლობა, რის შედეგადაც 216 ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს,“- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.