საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საბერძნეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ათენში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საბერძნეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ და საბერძნეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, ხრისა ნიკოლაუმ.
ხელმოწერას ასევე დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში – ლევან ბერიძე.
ათენში, საბერძნეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული შეხვედრებისას ქართველმა და ბერძენმა კოლეგებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები საბიბლიოთეკო საქმეში ბერძენი კოლეგების გამოცდილებასაც გაეცნენ.
#ეროვნულიბიბლიოთეკა