დასახელდნენ პრემია „საგურამოს“ 2024 წლის ლაურეატები

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში დასახელდნენ პრემია „საგურამოს“ 2024 წლის ლაურეატები.
პრემია „საგურამო“ და ილიას მედალი, „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა“, ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიენიჭათ:
▫️ პოეზია – თამაზ ბარჯაძე;
▫️ პროზა – მიხო მოსულიშვილი;
▫️ კრიტიკა – გიორგი ხორბალაძე;
▫️ თარგმანი – ლანა ღოღობერიძე;
▫️ ჰუმანიტარული მეცნიერება – ელგუჯა ხინთიბიძე, ვახტანგ გურული;
▫️ ხელოვნება – ნინო ჩაკვეტაძე;
ილიას მედალი, „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა”, ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცემა მზექალა შანიძეს.
პრემიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 2024 წლის 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები