კონსტანტინე ზარნაძე: „როდესაც ჩვენს საამაყო სპორტსმენებს ვერ აფასებ – ეს დიაგნოზია“

„შენი ქვეყნის სიმდიდრეს – ჩვენს საამაყო სპორტსმენებს – რომ ვერ აფასებ და შეგიძლია გალანძღო იმის გამო, რომ მათი პოლიტიკური შეხედულება არ მოგწონს, ეს დიაგნოზია, რომელსაც არაფერი ეშველება“, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ზარნაძე ქართველი სპორტსმენების მიმართ განხორციელებული ბულინგის ფაქტს.

„ადამიანები, რომლებიც გაიძახიან, რომ პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ, ჩვენს სპორტსმენებს ლანძღავენ და მსახიობ უკრაინის პრეზიდენტს კი აქებენ“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
მისივე განცხადებით, ეს ადამიანები ლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრებს აკუთვნებენ თავს, თუმცა, თუ მათ იდეას და აზრს არ იზიარებ, მზად არიან ნებისმიერი ხერხით განახორციელონ შენზე ზეწოლა.

„წარმომიდგენია ამ ტიპის ადამიანების ხელში ძალაუფლება რომ მოხვდეს, როგორ მოექცევიან თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები