უკრაინა რუსეთს მშვიდობის სამიტზე მიიწვევს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მშვიდობის მომდევნო სამიტი ნოემბერში გაიმართება და მასზე დასასწრებად რუსეთს მიიწვევენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ სად გაიმართება სამიტი, მაგრამ თქვა, რომ მიმდინარე თვეში შეხვედრას გამართავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და მას რუსეთზე გამარჯვების გეგმას წარუდგენს.

ზელენსკიმ აგრეთვე გააკრიტიკა დასავლელი პარტნიორები, რომ ისინი რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებაზე უარს აცხადებენ.

შეგახსენებთ, პირველი სამიტი, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხებს ეხებოდა, შვეიცარიაში, ივნისში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები