“პინკ ფლოიდის” წევრი როჯერ უოტერსი: უკრაინა არადემოკრატიული და აუტანლად კორუმპირებული ქვეყანაა

როგორც ვიცით, უკრაინა ოდნავადაც კი არ არის დემოკრატიული და აუტანლად კორუმპირებული (ქვეყანაა), – ამის შესახებ Pink Floyd-ის წევრმა, ბრიტანელმა მუსიკოსმა, როჯერ უოტერსმა რუსულ მედია “რია”-ს განუცხადა.

უოტერსის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა ოპოზიციური პარტია გაანადგურა, გარდა ამისა, უკრაინაში დემოკრატია აღარ არის რაც მაიდანის გადატრიალება მოხდა, რომელიც აშშ-მა დააფინანსა.

“ზელენსკიმ ჩანასახშივე გაანადგურა ყველა ოპოზიციური პარტია. იქ არ არის დემოკრატია 2014 წლის მაიდანის გადატრიალების შემდეგ, რომელიც დასავლეთის შთაგონებით და აშშ-ის დაფინანსებით მოხდა.” – განაცხადა როჯერ უოტერსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რიგითი უკრაინელების სიცოცხლე არ აინტერესებს აშშ-ის ხელისუფლებას და განმარტა, რომ „ამერიკის იმპერია“ სხვა ქვეყნებში მხოლოდ მისი პლუტოკრატიული გაბატონებული კლასის გამდიდრებას ცდილობს.
“მას [აშშ-ს] არ აინტერესებს ადამიანების სიცოცხლე სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა,“ – აღნიშნა უოტერსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები