საბერძნეთი ელექტროენერგიის ფასების მკვეთრ ზრდას უკრაინაზე რუსეთის დარტყმებს უკავშირებს

რუსეთის თავდასხმები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე,  ელექტროენერგიის ფასების მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო,- ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი აცხადებს.

მისი თქმით, ამ ზაფხულს რეგიონში ენერგიის ფასები გაორმაგდა, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დაუცველობას.

ევროკომისიისთვის მიწერილ წერილში, მიცოტაკისმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწოდა, სასწრაფოდ გადახედოს არასაკმარისი ტრანსსასაზღვრო შესაძლებლობების საკითხს ფასების სტაბილიზაციისთვის.

ფასების ზრდის მიზეზებს შორის მიცოტაკისმა ცხელი ამინდი და ელექტროენერგიის წარმოების შეფერხებები დაასახელა. თუმცა, მისი თქმით, მთავარი ფაქტორი იყო რუსეთის დარტყმები უკრაინის ელექტრო ქსელზე, რამაც უკრაინაში ელექტროენერგიის იმპორტის ექვსჯერ გაზრდა გამოიწვია.

ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა საზღვრისპირა ენერგეტიკული ქსელების მნიშვნელობას, რომელიც შეიძლება ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები