„სრულიად გამორჩეული ქართველი მხატვარი, რომლის არსებობა ფართო საზოგადოებამ ძალიან დიდხანს არ იცოდა“…
მალე კულტურის სამინისტროს თანადგომით გამოიცემა კატალოგი, რომელიც მხატვარ ირაკლი მდივნის შემოქმედებას სრულად წარმოჩენს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი კალანდია წერს.
„ირაკლი მდივანი – სრულიად გამორჩეული ქართველი მხატვარი, რომლის არსებობა ფართო საზოგადოებამ ძალიან დიდხანს არ იცოდა.. ეს „უჩინარობა“ თუ „უძრაობა“ ვინ იცის, რამდენი წელი გაგრძელდებოდა, რომ არა თეა წულუკიანი. მისი თანადგომით 2023 წელს ხელოვნების სასახლემ შეიძინა ირაკლი მდივნის 23 მანამდე უცნობი ნამუშევარი…
ფართო საზოგადოებამ კი პირველად იხილა მდივნის მოდერნისტული ნამუშევრები, ნახატები რომლებსაც საბჭოთა რეჟიმმა მივიწყების სუდარა გადააფარა… თუმცა წლების შემდეგ ჩრდილის ამ საფარველიდან გამოსულმა ესკიზებმა ნამდვილი მარგალიტებივით გამოანათა.. ამ ნამუშევრებში პეტრე ოცხელის ხელწერასთან მსგავსება იმდენად დიდია, რომ ამ ორი ავტორის გაიგივების ცდუნება ჩნდება, თუმცა ეს არ არის პლაგიატი, მიბაძვა, ეს უფრო სულიერ ძმობას, შემოქმედებაში ახალი სიმაღლეების, ახალი მიგნებების მოპოვების სურვილს ჰგავს. ირაკლი მდივნის შთამომავალთა თქმით მათი წინაპარი და პეტრე ოცხელი ერთად სწავლობდა, ნათქვამის დამადასტურებელ საარქივო დოკუმენტებს ჩვენ ვერ მივაკვლიეთ, თუმცა ფიგურათა გამოსახვის ერთიანობა, პლასტიკა, ფანტასტიკური არსებები და სასცენო დაკორაციების აწყობის პრინციპი ბევრ საერთოზე მიუთითებს.
სულ მალე კულტურის სამინისტროს თანადგომით გამოვა კატალოგი, რომელიც ირაკლი მდივნის შემოქმედებას სრულად ასახავს. დარწმუნებული ვარ ქართველ მკითხველს ბევრი საინტერესო და მოულოდნელი აღმოჩენების საშუალება ექნება“, – წერს გიორგი კალანდია.