გრაფ ოლდენბურგის ნივთი გაგრიდან – საჩუქარი ხელოვნების სასახლეს

ხელოვნების სასახლეს მორიგი საჩუქარი გაუგზავნეს – გრაფ ოლდენბურგის ნივთი გაგრიდან – ამის შესახებ გიორგი კალანდია წერს სოციალურ ქსელში.
„მტერს და მოშურნეს რა გამოლევს, თუმცა გააჩნია, რამდენი გყავს მოკეთე, მოყვარე, შენი საქმის მხარდამჭერი… ორიოდე დღის წინ სენაკში ერთ-ერთ ღონისძიებას რომ მოვრჩი, სცენაზე სანდომიანი გოგონა ამოვიდა და მთხოვა მომეცადა: „დედას თქვენი მუზეუმისთვის საჩუქარი აქვსო“!..

რამდენიმე წუთში ულამაზესი ქალბატონი მოვიდა: ხელში მოვერცხლილი ძველებური ჩაიდანი ეკავა…„ეს ნივთი ჩემებმა გაგრიდან წამოიღესო, გრაფ ოლდენბურგს ეკუთვნოდაო”-, დასტურად ოლდენბურგების გვირგვინიანი ნაცნობი დამღა მაჩვენა – „ახლა ეს ნივთი თქვენს მუზეუმს მინდა ვაჩუქოო” – და ნივთი უშურველად გამომიწოდა… გულში დიდი სითბო ჩამეღვარა… ამ უსაშველო დროებაში როცა უცნობი ადამიანი, თანამოქალაქე ასეთ დიდ ნდობას გიცხადებს ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს?!
გრაფ ოლდენბურგის ნივთი გაგრიდან ქალბატონ ნადია ჭანტურიას ჩამოუტანია, მე კი მუზეუმისათვის ქალბატონმა ლიკა გაბუნიამ და მატატო გვიჩიამ გადმომცეს“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები